Belive

"რომ არა BMF-ის ტიტული, მასთან ბრძოლას არ გავმართავდი" - თოფურია მაქსთან ბრძოლაზე

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC 300-ზე მაქს ჰოლოუეისგან მიღებულ გამოწვევას ილია თოფურია დათანხმდა.

"დალოცვილმა" 14 აპრილს ჯასტინ გეიჯისთან საოცარი ბრძოლა გამართა. ჰავაიელმა მოწინააღმდეგე ბოლო რაუნდის ბოლო წამზე საოცარი ნოკაუტით გათიშა. მაქსმა თოფურია სწორედ ამის შემდეგ გამოიწვია. ილიამ ამ თემასთან დაკავშირებით არიელ ელვანისთან ისაუბრა.

სინამდვილეში, UFC მაქსს ამ მომენტისთვის ინახავდა. ვოლკანოვსკისთან ბრძოლამდე სულ ჰოლოუეის ვითხოვდი. საბოლოოდ ვოლკანოვსკი მომცეს, რადგან მაქსს ამ მომენტისთვის ინახავდნენ.

რომ არა BMF-ის ტიტული, მასთან ბრძოლას არ გავმართავდი. ასე რომ არ ყოფილიყო ვოლკანოვსკის შევხვდებოდი, რადგან რევანშის შანსს იმსახურებს. იმის გამო, რომ მაქსი ქამარს ფლობს, მასთან ბრძოლა ჩემთვის ამაღელვებელია. ის ამბობს, რომ ბევრი ვარიანტი აქვს. ამ დროს საერთოდ არ აქვს არჩევანი. მე ჩემპიონი ვარ. ადგილს და თარიღს მე შევარჩევ. ის უბრალოდ მზად უნდა იყოს. ის უბრალოდ ზარს უნდა დაელოდოს.

სიმართლე გითხრათ მიხარია, რომ მაქსმა მოიგო. ახლა ერთის ნაცვლად ორი ქამარი მექნება. იმედია მაქსს ტრავმები არ მიუღია, რადგან მინდა მალე დაბრუნდეს და ვიბრძოლოთ.

მე ვოლკანოვსკისთან 9 წუთში ის შევძელი, რაც მან 90 წუთში ვერ მოახერხა. ასე რომ, მას შეუძლია ის თქვას რაც უნდა. ვაცადოთ ზეიმი და შემდეგ დაიწყებს მომზადებას. ფაქტია, რომ ის ჩემთვის ძალიან მარტივი მეტოქეა. - განაცხადა ილიამ MMA Hour-თან საუბრისას

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ილია ლეო მესის შეხვდა. "მატადორმა" ეს დღეც გაიხსენა და ამის შესახებ ისაუბრა.

მესის ცოტა ხნის წინ შევხვდი. დაახლოებით 10 წუთი ვისაუბრეთ და ერთმანეთს აზრები გავუცვალეთ. მას პირველად შევხვდი. ის ერთ-ერთი ადამიანი ვისაც ფოტოს გადაღებას ვთხოვდი. მეორე მაიკლ ჯორდანია. ჩემპიონობა მომილოცა და მეც ჩემს ბრძოლაზე დავპატიჟე. მითხრა, რომ გეგმებს გადახევდა და ჩემს ბრძოლას სიამოვნებით დაესწრებოდა. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი 17 თებერვალს მოიპოვა. მისი მოწინააღმდეგე ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექს ვოლკანოვსკი იყო.

სხვა სტატიები