Belive

როგორ შეცვალა ვეგანობამ მაიკ ტაისონის ცხოვრება

3 წლის წინ სხვა
2 წთ
ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ცხოვრების მანძილზე არაერთი ქარტეხილი გაიარა. 53 წლის რკინის მაიკი კრივში დასაბრუნებლად ემზადება და განმარტავს თუ როგორ შეცვალა ვეგანობამ მისი ცხოვრება. რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელებში ტაისონის ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა - ასაკის მიუხედავად, რკინის მაიკი იდეალურ ფორმაშია და რამდენიმე საჩვენებელი ბრძოლის გამართვის სურვილს გამოთქვავს. ლეგენდარული მოკრივის მტკიცებით, ვეგანობამ მის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები განახორციელა. ნარკოტიკების, ძალადობისა და სხვადასხვა სკანდალებში გახვეულმა ტაისონმა მისი ტრანსფორმაციისა და ვეგანობის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. "დღეისათვის ჩემი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია, რადგანაც სტაბილურობა ვიპოვე. ნარკოტიკებს აღარ მოვიხმარ. აღარ დავდივარ ქუჩებსა და კლუბებში - ყველაფერი რასაც დღეს ვაკეთებ ჩემი და ჩემი ოჯახის განვითარებას და კეთილდღეობას უკავშირდება. საგრძნობლად დავიკელი წონაში და შევცვალე ცხოვრების წესი. მინდოდა ღარაც განსაკუთრებული და ღირებული გამეკეთებინა და რადიკალურად შემეცვალა ცხოვრება - ამიტომაც ვეგანი გავხდი. ვეგანობამ მომცა შესაძლობა მეცხოვრა ახალი და ჯანსაღი ცხოვრების წესით. იმდენად ვიყავი ნარკოტიკებსა და კოკაინზე დამოკიდებული, რომ სუნთქვაც კი მიჭირდა. ართრიტი, მაღალი წნევა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა, თითქმის ვკვდებოდი მაგრამ ვეგანობის შემდეგ ყველა პრობლემას წერტილი დაესვა", - აღნიშნა რკინის მაიკმა.

სხვა სტატიები