Belive

როგორ დასრულდა მაისის ბაშო? | დეტალები სუმოს სუპერტურნირიდან

1 წლის წინ სხვა
2 წთ
2022 წლის რიგით მესამე სუმოს სუპერტურნირი, მაისის ანუ ნაცუ ბაშო 8 მაისს დაიწყო და 22 მაისის ჩათვლით აქტიურ ფაზაში გახლდათ.

სად იმართება ბაშო?



გაზაფხულის მეორე ტურნირს ტრადიციისამებრ ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლემ უმასპინძლა.  დარბაზის ტევადობა 11,098 მაყურებელია. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე სუმოს სამყაროში მოქმედმა ყველა სუპერვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა.

ვინ გახდა მაისის ბაშოს ჩემპიონი?



მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის საწყის პერიოდში იოკოძუნა ტერონოფუჯი არცთუ ისე დამაჯერებელი იყო, უმაღლესი წოდების მქონე ერთადერთმა მებრძოლმა, მაინც შეძლო და მაისის ბაშოს ტრიუმფატორი თავად გახდა. ვიცე-ჩემპიონები კი დასავლეთის პირველი კომოსუბი დაიეიშო, დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ტაკანოშო და დასავლეთის მე-12 მაეგაშირა სადანოუმი გახდნენ, რომელთა ბალანსიც 11 მოგებასა და 4 მარცხს შეადგენდა.

ვინ რა თანხა გამოიმუშავა ტურნირზე?



კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია, რომ ეტაპობრივად ყველაფერი ნორმაში ბრუნდება და გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგებათ. გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომლებმაც ყველაზე დიდი ოდენობის თანხა გამოიმუშავეს მაისის ბაშოზე:
1) ტერუნოფუჯი – 343 კენშო ≈ $137,200 2) ტაკაკეიშო – 127 კენშო ≈ $50,800 3) დაიეიშო – 106 კენშო ≈ $42,400 4) მიტაკეუმი – 95 კენშო ≈ $38,000 5) კოტონოვაკა – 91 კენშო ≈ $36,400

ტოჩინოშინი



ქართველმა ექს-ოძეკიმ ტურნირის მე-12 საბრძოლო დღეს დადებითი ბალანსი ოფიციალურად გაიფორმა, მას 8 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა და თეორიულად საჩემპიონო შანსებსაც ინარჩუნებდა. მიუხედავად ხსენებული მოცემულობისა, ტოჩინოშინმა დასკვნითი 3 ბრძოლიდან 3-ვე მარცხით დაასრულა და მაისის ანუ ნაცუ ბაშო, მინიმალური დადებითი ბალანსით - 8 მოგებითა და 7 მარცხით დაასრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლევან გორგაძე, ივლისის ბაშოს დაწინაურების პერსპექტივით დაელოდება.

სხვა სტატიები