Belive

როდის დაბრუნდება სტეფ კარი? - გოლდენ სტეიტი კრიზისშია 

4 წლის წინ სხვა
1 წთ
სტეფ კარის პირადმა მწვრთნელმა ბრენდონ პეინმა "გოლდენ სტეიტის" ლიდერის პარკეტზე დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა. "მას ამ სეზონში დაბრუნება ძალიან უნდა, მაგრამ ყველაფერი რეაბილიტაციის პროცესის ხანგრძლივობასა და შედეგიანობაზეა დამოკიდებული. სტეფის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ შევამოწმებთ, რის მერეც მივხვდებით რისთვის იქნება მზად და რამხელა დატვირთვის ატანა შეეძლება. პირველი რამდენიმე კვირა ძალიან რთული იქნება, რადგან უნდა შევამოწმოთ თუ როგორ ბრუნდება მაჯაში მგრძნობელობა და როგორ ეგუება ხელი სპორტულ აქტივობას",-თქვა 31 წლის კალათბურთელის წარმომადგენელმა. "მეომრების" გამთამაშებელამა რეგულარული გათამაშების სტარტზე, "ფენიქს სანსთან" შეხვედრაში, ხელი მოიტეხა. გარდა "ოქროს შტატელების" 30-ე ნომრისა, უკვე რამდენიმე თვეა ტრავმირებულია, კლეი ტომპსონი და თამაშს ვერც დრეიმონდ გრინი ახერხებს. ლიდერთა სამეულის ტრავმისა და კევინ დურანტის წასვლის შემდეგ, კალიფორნიული გუნდი კრიზისშია და NBA-ს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 მოგებით დასავლეთ კონფერენციის ფსკერზეა.

სხვა სტატიები