Reuters: "დვალიშვილის საქმეზე 10 კაცია დაჭერილი"
ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) თანადამფუძნებელმა, ჩად ბრონშტაინმა განაცხადა, რომ მიუხედავად სასტუმროში მომხდარი ჩხუბისა, ისინი იმედოვნებენ, რომ მერაბ დვალიშვილი შაბათს აბუ დაბიში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, ხოლო უსმანი იქ მიწვეული აღარაა. ბრონშტაინის თქმით, ორგანიზაცია ამ საკითხზე ადგილობრივ სამართალდამცავებთან თანამშრომლობს.
აბუ დაბის პოლიციის განცხადებით, ხუთშაბათს, სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი დაპირისპირების გამო, მათ 10 პირი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ცნობებისა და ვიდეოკადრების თანახმად, ინციდენტი უკავშირდება მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს (Reuters).
აბუ დაბის პოლიციამ დააკავა რვა პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარ ჩხუბში; ამას წინ უძღოდა მათ შორის არსებული უთანხმოება.
პოლიციამ ასევე დააკავა ორი პირი, რომლებმაც ინციდენტი ვიდეოზე გადაიღეს და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გაატარა. - ვკითხულობთ პოლიციის განცხადებაში
აბუ დაბიში, დახურულ შენობებში, ვიდეოგადაღება აკრძალულია. Reuters-ის ცნობებში არაა დაზუსტებული, ითვლებია თუ არა დაკავებულებად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი, თუმცა საბა ლაზიშვილის ძმის განცხადებით, ქართველები, რომლებსაც დაღესტნელები გუშინ დაუპირისპირდნენ, ამ დრომდე განყოფილებაში რჩებიან.
#أخبارنا | #شرطة_أبوظبي تضبط 8 متورطين في مشاجرة عند مدخل أحد الفنادق وشخصين قاما بتصويرها وتحيلهم إلى النيابة العامة.
— شرطة أبوظبي (@ADPoliceHQ) November 12, 2026
التفاصيل :https://t.co/dszDAIHAdD pic.twitter.com/eqbssFEYv1