Belive

რაიან გარსიამ ჩემპიონის ტიტული ბრუტალური ნოკაუტით დაიცვა

2 დღის წინ სხვა
2 წთ

ლას ვეგასში, ამერიკელმა მოკრივემ, რაიან გარსიამ, კონორ ბენი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით (TKO) ეფექტურად დაამარცხა და WBC-ის ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

გარსიას სულ რაღაც ოთხი წუთი და 25 წამი დასჭირდა, რათა 'დიდებული ნაიჯელის' ამბიციური ვაჟი გაენადგურებინა (ნაიჯელ ბენი - ბრიტანელი პროფესიონალი მოკრივე/ის 1980-1990-იან წლებში, მსოფლიო კრივში, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და აგრესიული ფიგურა იყო).

ორივესთვის ეს ბრძოლა ელიტარულ დონეზე სრული სარეაბილიტაციო შანსი და „ახალი ფურცლიდან“ დაწყება იყო - რაიან გარსია (26-2) 2024 წელს დევინ ჰეინისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დააჯარიმეს. შედეგი გაუქმდა, გარსიამ კი 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. დისკვალიფიკაციიდან დაბრუნების შემდეგ, 2025 წელს, როლანდო რომეროსთან წააგო, თუმცა 2026 წლის თებერვალში მარიო ბარიოსი დაამარცხა და WBC-ის ნახევრად საშუალო წონის (welterweight) მსოფლიო ჩემპიონის ქამარს დაეუფლა (გარსიამ კარიერაში პირველად ჯერვონტა 'ტანკი' დეივისთან წააგო).

რაც შეეხება კონორ ბენს (25-2): მას კარიერაში 23-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, სანამ 2025 წელს იუბენკ უმცროსთან პირველად დამარცხდებოდა. მოგვიანებით იუბენკზე რევანში აიღო და რეგის პროგრეისაც მოუგო, თუმცა გარსიასთან შეხვედრა მის კარიერაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულზე ბრძოლის პირველი შანსი იყო.