Belive

რა თანხა გამოიმუშავეს უსიკმა და ფიურიმ ისტორიულ ბრძოლაში?

1 წლის წინ სხვა
1 წთ

საუდის არაბეთის დედაქალაქში, ყველასთვის ნანატრი და რამდენჯერმე გადადებული ბრძოლა გაიმართა. რომელშიც ერთმანეთს კრივის ლეგენდები, ტაისონ ფიური (ბოშათა მეფე) და დაუმარცხებელი უკრაინელი მებრძოლი, ოლეკსანდრ უსიკი დაუპირისპირდნენ.

მართალია, ბრძოლა 12 რაუნდს გაგრძელდა, თუმცა მე-9 რაუნდში, ტაისონ ფიურიმ აშკარად გაასწრო რინგიდან, ის გონგმა გადაარჩინა უსიკის ულამაზესი და უძლიერესი კომბინაციებისგან. ფიურიმ კოორდინაცია დაკარგა და თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფს უკრაინელი "ცეკვის" ნაბიჯებით დაჰყვებოდა და სახეში მძიმე დარტყმებს აყენებდა. საბოლოოდ გამარჯვებული უკრაინელი მებრძოლი, მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გახდა.

ამ ისტორიული ბრძოლის საპრიზო ფონდი 70/30-ზე გაიყო. თანხის 70% ტაისონ ფიურის ერგო. ბოშათა მეფემ, ამ ორთაბრძოლიდან, 115 მილიონი ფუნტი (145 მილიონი დოლარი) გამოიმუშავა.

თავის მხრივ, ოლეკსანდრ უსიკმა £35 მილიონი (50 მილიონი დოლარი) მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფიურიმ პირობა დადო, რომ 1 მილიონ ფუნტს (1,2 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავდა.

სხვა სტატიები