Belive

ქროსფიტი | ნიკო მაისურაძე ევროპის საუკეთესო ათლეტებთან ერთად, სპეციალურ კემპს გაივლის

5 თვის წინ სხვა
1 წთ

25 წლის ქართველი სპორტსმენი - ნიკო მაისურაძე, ევროპის საუკეთესო ქროსფიტ ათლეტებს შორის მოხვდა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურისთვის მოსამზადებლად, ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე გაემგზავრება.

12-17 ივლისს, ნიკო მაისურაძე გაძლიერებულ კემპს გაივლის, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები მასტერკლასებს ჩაატარებენ. სპეციალურ მომზადების პროგრამას სპორტის სხვადასხვა სახეობის მაღალკვალიფიური წარმომადგენლები გაუძღვებიან.

კემპზე გამგზავრების წინ, ნიკო მოტივირებულია და აღნიშნავს, თითოეული ასეთი შეკრება წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ შეკრებაზე პირველად დამპატიჟეს, ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ. კემპს ისეთ სპორტსმენებთან ერთად გავივლი, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესოები არიან ამ სფეროში. ვარჯიშებიც განსხვავებული იქნება, რასაც ყოველდღიურად ვერ შეძლებ რომ მოაწყო. ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი შეკრება ჩემთვის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მწვერვალისკენ. - ნიკო მაისურაძე.

ქროსფიტი ეს არის ფუნქციონალური ვარჯიშის მეთოდოლოგია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება, რომ ნებისმიერს გამოადგეს. მისი მთავარი მიზანია, რომ ადამიანი  მზად იყოს ნებისმიერი ფიზიკური და მენტალური გამოწვევისთვის, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრება გვიმზადებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ნიკო მაისურაძემ ქროსფიტის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურზე იასპარეზა, რომელიც საფრანგეთში გაიმართა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურზე ევროპის საუკეთესო 40 ათლეტი იყო წარმოდგენილი.

სხვა სტატიები