Belive

ქართველი ვირტუალური დრიფტერები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ, სადაც (საქართველოს ჩემპიონატის მსგავსად) რეალური ტრასების ანალოგურ ვერსიებზე მოუწევთ ბრძოლა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელი პირველად იასპარეზებს.

დრიფტის ვირტუალურ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მიშო ცისკარიძე, გიორგი მაჭარაშვილი და ზურაბ დიასამიძე იასპარეზებენ. ეს იქნება ურთულესი რბოლა, რადგან კვალიფიკაციაზე 28 ქვეყნის 127 დრიფტერი მიიღებს მონაწილეობას.

დრიფტის ვირტუალური ჩემპიონატის პირველი ეტაპი 28 აპრილს, ესპანეთის "RICARDO TORMO CIRCUIT"-ით გაიხსნება. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, belive-ს გუნდი ქართველ დრიფტერებს წარმატებას უსურვებს.

ევროპის ვირტუალური ჩემპიონატი

  • 28 აპრილი - პირველი ეტაპი - ესპანეთი / RICARDO TORMO CIRCUIT

  • 19 მაისი - მეორე ეტაპი - ირლანდია / MONDELLO PARK

  • 23 ივნისი - მესამე ეტაპი - ფინეთი / FINLAND HUVIVALTIO POWER PARK

  • 14 ივლისი - მეოთხე ეტაპი - ლატვია / BIKERNIEKU TRASE

  • 11 აგვისტო - მეხუთე ეტაპი - უნგრეთი / RABOCSIRING MARIAPOCS

  • 1 სექტემბერი - მეექვსე ეტაპი - პოლონეთი / PGE NARODOWY