Belive

ქართველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობა კარატეს საერთაშორისო ტურნირზე

1 წლის წინ სხვა
1 წთ

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ კარატეს საერთასორისო ტურნირზე (TURKISH OPEN GRAND PRIX) ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

ტურნირში 20 ქვეყანა მონაწილეობდა: თურქეთი, საქართველო, ბულგარეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ეგვიპტე, იორდანია, პალესტინა, მალაიზია, მავრიტანია, ლიბია, ბრუნეი, ინდოეთი, ერაყი, ინდონეზია, ბოსნია, კოსოვო, ალბანეთი, რუმინეთი და ალჟირი.

მნიშვნელოვან ტურნირზე საქართველოს ნაკრები სამი სპორტსმენით წარსდგა. ლუკა ქაჯაიამ, ლუკა ლობჯანიძემ და ჯემო მიქელაძემ სხვადასხვა წონით კატეგორიებში იასპარეზეს. ნაკრები სტამბოლში მთავარი მწვრთნელის - ლაშა კოდუას ხელმძღვანელობით ჩავიდა და საკმაოდ წარმატებითაც იასპარეზა, რაც ადგილობრივმა კარატეს სპეციალისტებმაც არაერთგზის აღნიშნეს. ჯამში ქართველი სპორტსმენები ღირსეულად გამოვიდნენ და მედლებიც დამსახურებულად მოიპოვეს.

  • ჯემო მიქელაძე - ვერცხლი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, ასაკი U21 და ბრინჯაო -61კგ U21 წონით კატეგორიაში.
  • ლუკა ქაჯაია ვერცხლი -68 კგ U21 წონით კატეგორიაში.
  • აღსანიშნავია ასევე ლუკა ლობჯანიძის კარგი ასპარეზობა, რომელმაც მედალი ვერ მოიპოვა, მაგრამ მეოთხე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები უკვე დაბრუნდა საქართველოში და განაგრძობს მზადებას საერთაშორისო ტურნირისათვის, რომელიც უნგრეთში გაიმართება.