Belive

ქართველი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

1 წლის წინ სხვა
1 წთ

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, შოთა მიშველიძე (61 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

ორჭიდში მიშველიძემ 298 კგ დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ დაისაკუთრა.

55 კგ წონით კატეგორიაში ვიცეჩემპიონი და შესაბამისად ვერცხლისმედალოსანი რამინ შამილიშვილი გახდა. შამილიშვილმა ორჭიდში 249 კილოგრამის დაფიქსირება შეძლო და ჩემპიონს მხოლოდ 1 კილოგრამით ჩამორჩა.

შეგახსნებთ, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით კიდევ 9 ძალოსანი იასპარეზებს.