Belive

ქართველი ჰალკი Vs. დევონ ლარატი - დუბაი მკლავჭიდის უდიდეს დაპირისპირებას უმასპინძლებს

1 წლის წინ სხვა
2 წთ
25 ივნისს, დუბაი მკლავჭიდის უდიდეს დაპირისპირებას უმასპინძლებს, რომელშიც ლევან საგინაშვილი კანადელი ვარსკვლავის - დევონ ლარატის დამარცხებას შეეცდება. მარჯვენა ხელით, მკლავის გადაწევის კლასიფიკაციაში, "ქართველი ჰალკი" და დევონ ლარატი, მსოფლიოს ორი უძლიერესი სპორტსმენია. დავიწყოთ ლარატით, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ცოცხალი ლეგენდის სტატუსით სარგებლობს და რეიტინგის სათავეში იმყოფება. 47 წლის მკლავჭიდელს ფენომენალური კარიერა აქვს, მაგრამ 33 წლის საგინაშვილი, რომელიც "ქართველი ჰალკის" სახელითაა ცნობილი, წყვილში ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. სხვა მიღწევებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, საგინაშვილს ზურგს მსოფლიო ჩემპიონის 7 და ევროპის ჩემპიონის 6 ტიტული უმაგრებს. დაპირისპირებების საღამო, რომელიც "King of the Table" ივენთის სახელწოდებით გაიმართება - საგინაშვილისა და ლარატის ბრძოლის გარდა, ორ შეხვედრას უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ივენთზე მონაწილეობას ლევან საგინაშვილის გარდა, კიდევ ერთი ეროვნებით ქართველი მკლავჭიდელი - ირაკლი ზირაქაშვილი მიიღებს, რომელიც ბრაზილიელ მარსიო ბარბოსას დაუპირისპირდება. ივენთზე, ამერიკელი კორი უესტისა და პოლონელი ალექს კორდიშას დაპირისპირებაც შედგება. "King of the Table"-ს ივენთზე 3 ბრძოლა გაიამართება, თუმცა, მიმომხილველებისა და ექსპერტების განსაკუთრებული ყურადღება მთავარ ბრძოლას ეთმობა, რომელშიც "ქართველი ჰალკი" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

სხვა სტატიები