"ქამარი მე მეკუთვნის, ისინი უბრალოდ მინახავენ" - პაჩი მიქსი
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-მ Bellator-ის ყოფილი ჩემპიონი და საკმაოდ ძლიერი სუპერმსუბუქი წონის მებრძოლი დაიმატა, რომლის დებიუტი დვალიშვილის ქარდზე შედგება. პატრიკ მიქსი იმ სპორტსმენთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც დიდი ხანია UFC-ში ელიან. მრავალი წელია MMA-ს სამყაროში "პაჩის" სახელი ისმის და თავად ამერიკელიც ამბობს, რომ საუკეთესოა. მიქსს საკუთარი ძალის დამტკიცება UFC-ში სურს და აღნიშნა კიდეც, რომ მისი ჩემპიონობა მხოლოდ დროის საკითხია.
მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ, უბრალოდ ჯერ ამის შესახებ არ იცით. ეს ქამარი მე მეკუთვნის, ისინი უბრალოდ მინახავენ. მერაბს, შონს, ორივეს პატივს ვცემ, მაგრამ ეს ქამარი ჩემი გახდება. - ამბობს პაჩი მიქსი
შეგახსენებთ, რომ "პაჩის" დებიუტი მარიო ბაუტისტასთან შედგება. მათი ჩხუბი 8 ივნისს გამთენიისას დაიწყება.