Belive

პრემიერლიგის ყველაზე "სწრაფი" თერთმეტეული

4 წლის წინ სხვა
3 წთ
ფეხბურთში რომ სისწრაფე უმნიშვნელოვანესია ეს კარგად მოგეხსენებათ. ინგლისში სტატისტიკას დიდ ყურადღებას აქცევენ, ამჟამად ინგლისურმა პრესამ  პრემიერლიგის ყველაზე სწრაფი 11-ეული გამოაქვეყნა, რომლებმაც გასულ სეზონში იასპარეზეს.

მეკარე -  პაულო გაზანიგა

რა თქმა უნდა ყველაზე სწრაფი მეკარის აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია, ამ შემთხვევაში მონაცემები FIFA 19-დან არის აღებული სადაც "ტოტენჰემის" სათადარიგო მეკარის სიჩქარე 65-ს შეადგენს.

მარჯვენა მცველი - კაილ უოლკერი

2013/14 წლების სეზონიდან ანუ მას შემდეგ რაც Opta-მ ფეხბურთელების სიჩქარის გამოთვლა დაიწყო უოლკერი ყველაზე სწრაფი მცველია, მის მიერ განვითარებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 35.42 კმ/სთ-ია.

ცენტრალური მცველი - ანტონიო რუდიგერი

შეიძლება "ჩელსის" მცველი ყველაზე საიმედოთა რიგებში მოწინავე ადგილებს არ იკავებდეს, მაგრამ მის მიერ გასულ სეზონში დაფიქსირებული 35.19 კმ/სთ წლის მეოთხე მაჩვენებელია.

ცენტრალური მცველი - ტერენს კონგოლო

"ჰადერსფილდის" მცველი ამ სიაში "ტოტენჰემთან" განვითარებული სიჩქარის გამო მოხვდა, რომელმაც 34.85 კმ/სთ შეადგინა.

მარცხენა მცველი - პატრიკ ვან აანჰოლტი

ვან აანჰოლტს საპატიო ადგილი უოლკერის გვერდით უკავია. მის მგავსად ჰოლანდიელმა 2017/18 წლების სეზონში 35.42 კმ/სთ დააფიქსირა.

მარჯვენა ნახევარმცველი - ადამა ტრაორე

მიუხედავად იმისა, რომ ტრაორეს განვითარებული სიჩქარე გასულ სეზონში  საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა, იგი FIFA 19-ის საუკეთესო სპრინტერია, მისი სიჩქარის მაჩვენებელი 96-ს შეადგენს.

ცენტრალური ნახევარმცველი - ნგოლო კანტე

მიუხედავად იმისა, რომ კანტე თავისი ართმევებითა და დაუღლელობით არის ცნობილი, ის ნელი სულაც არ გახლავთ, 2017 წელს მან 34.56 კმ/სთ განავითარა.

ცენტრალური ნახევარმცველი - მუსა სისოკო

"ტოტენჰემის" ნახევარმცველს პრემიერლიგის ისტორიაში მეექვსე შედეგი აქვს 35.33 კმ/სთ-ით.

მარცხენა ნახევარმცველი - ლეროი სანე

მას შემდეგ რაც ამ სტატისტიკის დათვლა დაიწყეს "მანჩესტერ სიტის" შემტევი უპირობო ლიდერია, მის მიერ განვითარებული საუკეთესო სისწრაფე 35.48 კმ/სთ-ს შეადგენს.

თავდამსხმელი - ჯეიმი ვარდი

ვარდი  საპატიო ვერცხლის მედლის მფლობელია 35.44 კმ/სთ-ით.

თავდამსხმელი - პიერ ემერიკ ობამეიანგი

გაბონელი ფორვარდის საუკეთესო მაჩვენებელი 34.75 კმ/სთ-ია, იმაზე მეტი ვიდრე უსეინ ბოლტმა თავისი ლეგენდარული 100 მეტრიანი გარბენის პირველ 30 მეტრზე განავითარა.  

სხვა სტატიები