Belive

პრემიერ ლიგის 10 რეკორდი, რომელიც შესაძლოა დიდი ხნის მანძილზე ვერ მოიხსნას

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ფეხბურთის გულშემატკივრებს პრემიერ ლიგა უკვე 28 სეზონია დაუვიწყარი მატჩებით, გოლებითა და მომენტებით ახარებს. 1992 წლიდან დღემდე მომხდარი ფაქტებიდან ყველამ ვიცით ალან შირერის 260 გოლის, პეტრ ჩეხის 202-ჯერ  მშრალად შენახული კარისა და რაიან გიგზის 162 ასისტის შესახებ. თუმცა მოდით ეს ფაქტები გვერდზე გადავდოთ, "ლივერპულის" საოცარი სერიის დასრულების შემდეგ "the mirror"-მა გამოაქვეყნა 10 ნაკლებად ცნობილი რეკორდი რომელიც შესაძლოა დიდი ხნის მანძილზე ვერ მოიხსნას.  

ყველაზე მცირე სხვაობა ჩემპიონსა და მეორეადგილოსანს შორის

(2011/12 წლების სეზონი, სიტიმ მხოლოდ 8 გატანილი გოლით გაუსწრო იუნაიტედს)

სერხიო აგუეროს გოლის მსგავსი ჩვენ აღარ გვინახავს. "ქპრ"-სთან გამართული მატჩი 8 წლის შემდეგაც კი დაუჯერებლად მოჩანს.  
 

ყველაზე ცოტა ქულა სეზონში 

11 ქულა - დერბი ქაუნთი 2007/08 წლების სეზონი

არსებობს ცუდი და არსებობს ძალიან ცუდიც. "დერბის" ასპარეზობა იმ სეზონში სწორედ ასე შეგვიძლია შევაფასოთ.  გუნდმა მხოლოდ 1 გამარჯვების მოპოვება შეძლო.  
 

ყველაზე ცოტა ქულა, რომელიც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა

მანჩესტერ იუნაიტედი 1996/97 წლების სეზონი - 75 ქულა

სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ "ნიუკასლს", "არსენალსა" და "ლივერპულს" 7-7 ქულით გაუსწრო.  
 

ყველაზე მეტი თამაში წაუგებლად

არსენალი, 49 მატჩი - 2003 წლის 7 მაისი - 2004 წლის 24 ოქტომბერი 

ამ ფაქტის შესახებ, და "არსენალის" საჩემპიონო სეზონზე ბევრს აღარ დავწერთ, ეს ისეთი რეკორდია რომლის მოხსნაც განსაკუთრებულად რთული იქნება.  
სე

ყველაზე მცირე დასწრება

3039 მაყურებელი, უიმბლდონი 1:3 ევერტონი - "სელჰარსტ პარკი" 1993 წლის 27 იანვარი

ალბათ ამ რეკორდს ყველაზე ნაკლებად ემუქრება საფრთხე, რთული წარმოსადგენია რომ თანამედროვე პრემიერ ლიგაში მატჩს 3000 ან უფრო ცოტა მაყურებელი დაესწროს.
 

უხუცესი ფეხბურთელი

ჯონ ბარიჯი - 43 წლის და 162 დღის მანჩესტერ სიტისა და ქპრ-ს მატჩში 1995 წლის 14 მაისს

ფიქრობთ რომ ბრედ ფრიდელი, ტედი შერინგემი ან მარკ შვარცერი ირგებენ პრემიერ ლიგის "ბაბუის" როლს? მაშინ თქვენ ჯონ ბარიჯის შესახებ არ გსმენიათ.
 

უსწრაფესი გოლი

7.69 წამი - შეინ ლონგი საუთჰემპტონი - უოტფორდის მატჩში, 2019 წლის 23 აპრილს.

ლედლი კინგის რეკორდი ერთი შეხედვით მიუწვდომელი გახლდათ, თუმცა ასე არ ფიქრობდა შეინ ლონგი, რომელმაც  "უოტფორდს" 8 წამზე ნაკლებ დროში შესანიშნავი გოლი გაუტანა.
 

უსწრაფესი ჰეთ-თრიქი

2 წუთი და 56 წამი, სადიო მანე საუთჰემპტონი - ასტონ ვილას მატჩში, 2015 წლის 16 მაისს

კიდევ ერთი ფაქტობრივად მიუღწეველი რეკორდი, მანემ "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს გადააბიჯა და საკუთარი სახელი პრემიერ ლიგის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა.

ყველაზე ხანგრძლივი მოღვაწეობა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე

21 წელი და 224 დღე - არსენ ვენგერი

არსენ ვენგერი ამ სიას უდგას სათავეში, მართალია სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერს" უფრო დიდი ხნის მანძილზე წვრთნიდა, მაგრამ პრემიერ ლიგური გამოცდილებით, ფრანგს მაინც ჩამოუვარდება.
 

ყველაზე მეტ სეზონში გატანილი გოლი

რაიან გიგზი - 21 (1992/93 - 2012/12)

ეს რეკორდი რომც გაუმჯობესდეს, ჩვენ კიდევ მრავალი წელი მოგვიწევს ამისთვის მოცდა.
   

სხვა სტატიები