Belive

პოსტსაბჭოთა სივრცე: რომელი ქვეყანა რა თანხას უხდის ოლიმპიურ ჩემპიონებს?

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ცნობილია, თუ რა ოდენობის თანხას მიიღებენ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვების შემთხვევაში. საინტერესოა, რომ საქართველოს წარმომადგენელი სპორტსმენები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებენ. როგორც ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლება ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს 1 მილიონ ლარს გადაუხდიდა, რაც 320 000 დოლარს უდრის.

ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის წარმომადგენელი სახელმწიფოების მიერ თავიანთი ქვეყნის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებისთვის ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებისთვის განკუთვნილი საპრიზო თანხა შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველო - 320 000 დოლარი ყაზახეთი - 250 000 დოლარი აზერბაიჯანი - 248 000 დოლარი უზბეკეთი - 200 000 დოლარი მოლდოვა - 166 000 დოლარი ლიეტუვა - 136 000 დოლარი ბელარუსი - 129 000 დოლარი ლატვია - 125 000 დოლარი ყირგიზეთი - 119 000 დოლარი რუსეთი - 54 000 დოლარი ტაჯიკეთი - 27 000 დოლარი

სხვა სტატიები