Belive

პორტუგალიელი ხელბურთელი ნორვეგიელებს ტაიმაუტისას უსმენდა

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. ფინალური ეტაპის ჯგუფში ჩატარებულ შეხვედრაში, სადაც პორტუგალია ნორვეგიას ხვდებოდა, პორტუგალიელი ხელბურთელი 'ჯაშუშობაში' გამოიჭირეს.

დაძაბული მატჩის დასრულებამდე 17 წამით ადრე ანგარიში 35:35 იყო. ნორვეგიას ბოლო შეტევა ჰქონდა, ამიტომ მათმა მწვრთნელმა, იონას ვილემ ტაიმაუტი აიღო, რათა გამარჯვების კომბინაცია შეემუშავებინა და ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის იმედი შეენარჩუნებინა - მომენტი, რომელიც მკაცრად კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო. ნორვეგიულმა პერსონალმა სწრაფად გააცნობიერა, რომ ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ...

სკანდინავიურმა პრესამ გამოავლინა, რომ პორტუგალიელი ხელბურთელი, მიგელ ნევეში, იდეალურად ფლობდა ენას - ის ნორვეგიულ კლუბშიც თამაშობდა და პარტნიორიც ნორვეგიელი ჰყავს. მას შეეძლო მოწინააღმდეგე გუნდის ინსტრუქციების გაგება და ეს გააკეთა კიდეც - დაინახეს, თუ რაგორ უსმენდა აიპადში მოწინააღმდეგე გუნდის ტაიმაუტს. როგორც ცნობილია, ნორვეგიელებმა ამ დროს, კოდური სიტყვების გამოყენება დაიწყეს.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ (35:35) დასრულდა და ორივე გუნდმა დაკარგა ნახევარფინალში თამაშის შანსი.

"ისინი გვისმენენ, ბიჭებო" - ისმის ნორვეგიელების ხმა ტაიმაუტიდან.