Belive

პოლიცია ეძებს მძღოლს, რომელიც ავტობანზე GP2 ბოლიდით გადაადგილდებოდა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ჩეხეთის პოლიცია ცდილობს დაადგინოს იმ მძღოლის ვინაობა, რომელიც ავტობანზე GP2 (ფორმულა 2) ბოლიდით გადაადგილდებოდა. ჩეხეთში, პრაღის სამხრეთ-დასავლეთით, D4 ავტობანზე ფერარის ბოლიდის დანახვა ნამდვილად დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. უჩვეულო სანახაობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლს სიჩქარის ლიმიტი არ დაურღვევია - ავტობანზე, მსგავსი ბოლიდით გადაადგილება აკრძალულია. იდენტიფიცირების შემთხვევაში, კანონის დამრღვევი 10,000 ევროს ოდენობის თანხით დაჯარიმდება.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომელიც ჩეხეთში მოხდა. 2019 წელს, ეს ბოლიდი იგივე ავტობანზე შენიშნეს, თუმცა, მაშინ მძღოლი დაჯარიმებას გადაურჩა, რადგან მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.