Belive

"პლანეტაზე საუკეთესოა და ჩემთან ჩხუბისთვის მოსამზადებლად დრო სჭირდება" - გარი მახაჩევზე

5 საათის წინ სხვა
1 წთ

იან გარიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ისლამ მახაჩევზე წერს. როგორც ჩანს, დაღესტნელმა მასთან შესახვედრისთვის მოსამზადებლად დრო მოითხოვა.

მე მზად ვარ... მას მეტი დრო სჭირდება. წარმოიდგინეთ, საერთო რეიტინგის პირველი ნომერი, პლანეტაზე საუკეთესო ხარ და მაინც მეტი დრო გჭირდება. - წერს იან გარი
View this post on Instagram

A post shared by ‘The Future’ Ian Machado Garry (@iangarry)

შეგახსენებთ, რომ იან გარი ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლის მთავარი კანდიდატია. ირლანდიელი ისლამ მახაჩევის პოტენციურ მეტოქეთა სიაში პირველ ადგილზეა და მათი ჩხუბი ჩანიშვნასთან ძალიან ახლოსაა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გარი მახაჩევთან ბრძოლისთვის ჭიდაობაში მომზადებას საქართველოში გეგმავს.

სხვა სტატიები