"პირდაპირი მნიშვნელობით იდიოტი ხარ" - თოფურია კროუფორდს
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია ტერენს კროუფორდს პოსტი მიუძღვნა. ამერიკელმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო ილია თოფურია. კროუფორდმა ისიც კი თქვა, რომ "მატადორის" ჩხუბი არასდროს უნახავს.
შენ ამბობ, რომ MMA-ს ფანი ხარ და ამ დროს ჩემზე არაფერი იცი... საინტერესოა. როცა პირველად შევხვდით ჩემი ჩხუბისთვის წარმატებები მისურვე. როგორც ჩანს მეხსიერებამ გიმტყუვნა. ასევე გიმტყუვნებს შენი ნიკაპიც მომავალში. მე მთელს შერეული საბრძოლო ხელოვნებების საზოგადოებას წარმოვადგენ. საერთო რეიტინგის პირველი მებრძოლი რეალურ ჩხუბში, საერთო რეიტინგის პირველი მებრძოლის წინააღმდეგ კრივში.
პირდაპირი მნიშვნელობით იდიოტი ხარ! - წერს თოფურია სოციალურ ქსელში.
You’re literally an idiot pic.twitter.com/8oUMrqKful
— Ilia Topuria (@Topuriailia) September 16, 2025
შეგახსენებთ, რომ ტერენს კროუფორდმა უდავოდ ლეგენდარული და კრივის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული სახელი კანელო ალვარესი დაამარცხა. ამერიკელს კარიერაში 42 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც ყველა მოიგო.