Belive

პიოტრ იანი: "რევანში მინდა, დვალიშვილთან პირველად ნახევარი ძალით ვიბრძოლე"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

რუსი მებრძოლი, პიოტრ იანი დარწმუნებულია, რომ თუ მერაბ დვალიშვილთან განმეორებით ბრძოლას მიიღებს, თავს უკეთესად წარმოაჩენს. 'მანქანასთან' მისი პირველი დაპირისპირება 2023 წლის მარტში შედგა - პრინციპულ ბრძოლაში, ქართველმა ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე დაამარცხა მეტოქე.

ვფიქრობ, დვალიშვილთან რემატჩი დეკემბერში შესაძლებელია იმ პირობით, თუ მას რაიმე ტრავმა არ აწუხებს. გამოჩნდა, რომ ეს მასაც სურს. თუ UFC ყველაფრით კმაყოფილია, ამ ჩხუბის ჩანიშვნა შეიძლება.

შანსს ველოდი, მზად ვარ დეკემბერში ვიბრძოლო. მჯერა, რომ ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება. ჩვენ გვაქვს ისტორია - ბოლო ბრძოლაში 50%-ით მზად ვიყავი, ამიტომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება. დიდ და საინტერესო ბრძოლას ველით.

თუ წინა ბრძოლის სტატისტიკას გადახედავთ, დაინახავთ, რომ მარჯვენა ხელი სამჯერ ან ოთხჯერ გამოვიყენე. დარტყმა არ შემეძლო და თავსაც ვერ ვიცავდი, ეს მხოლოდ ფაქტებია. შეხედეთ ჩემს სხვა ბრძოლებს - ეს ჩემი დომინანტური ხელია.

ბრძოლაზე არასდროს ვამბობ უარს და ბევრჯერ მიბრძოლია ტრავმითაც. ვერ ვიტყვი, რომ დვალიშვილთან წაგება არ მინანია, მაგრამ ახლა მაინც მაქვს შესაძლებლობა, რემატჩში შური ვიძიო. - განაცხადა პიოტრ იანმა

შეგახსენებთ, რომ კორი სენდჰეგენთან გამარჯვების შემდეგ, დვალიშვილმა იანთან ბრძოლის სურვილი დაადასტურა.

დვალიშვილმა, 2023 წლის მარტში, იანთან მოგებას, სეხუდოსთან გამარჯვება მიაყოლა, ამის შემდეგ კი, შონ ო'მალის დამარცხებით, სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა და უკვე სამჯერ დაიცვა.

სხვა სტატიები