Belive

ფორმულა 1 | Red Bull-ის გუნდის წარმატება!

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ამერიკის შეერთებული შტატების გრან პრიზე მოპოვებული ტიტულის შემდეგ, Red Bull-ის საჯინიბო ფორმულა 1-ის კონსტრუქტორთა დავის ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

უკანასკნელად მაქს ფერსტაპენი რბოლის გამარჯვებული იაპონიაში გახდა. ოსტინში, შეერთებული შტატების გრან პრიზე მას საკმაო გარჯა მოუხდა, იმისათვის, რომ რბოლის გამარჯვებულის ტიტული მიეღო. პოდიუმზე ფერსტაპენის ასვლა იმის მანიშნებელი გახდა, რომ Red Bull-ის გუნდი მე-5 ტიტულს მოიპოვებდა.

რა თქმა უნდა, მხოლოდ დროის საკითხი იყო, თუ როდის მოიპოვებდა Red Bull-ი კონსტრუქტორთა მეხუთე ტიტულს, თუმცა, ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში, საჯინიბომ დიდი შრომა გასწია და ტიტული დამსახურებულად მოიპოვა. ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის პრაქტიკულად ყველა ეტაპზე, Red Bull-ის გუნდის წევრები დომინირებდნენ.

სხვა სტატიები