Belive

ფედერიკო იგუაინი "ინტერ მაიამიში" უმცროს ძმას შეუერთდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ინტერ მაიამიმ" "დისი იუნაიტედიდან" ფედერიკო იგუაინი დაიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ 35 წლის ნახევარმცველი თავის უმცროს ძმასთან, გონსალო იგუაინთან ერთად ითამაშებს. აქამდე ძმებს ერთად მხოლოდ "რივერ პლეიტში" უთამაშიათ. ფედერიკო იგუაინი "მლს"-ში 8 სეზონის განმავლობაში იცავდა "კოლუმბუს ქრიუს" ღირსებას, ხოლო 2020 წლის მარტში ის "დისი იუნაიტედს" შეუერთდა, როგორც მოთამაშე მწვრთნელი. ახალა კი ის უკვე თავის 32 წლის ძმასთან ერთად ითამაშებს "ინტერ მაიამიში". გონსალო იგუაინი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "მლს"-ში 4 შეხვედრა გამართა, სადაც 1 გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ფედერიკო იგუაინმა "კოლუმბუს ქრიუს" შემადგენლობაში 55 გოლი გაიტანა და 63 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითიც მე-19 ფეხბურთელი გახდა "მლს"-ის ისტორიაში, ვინც სულ მცირე 50 გოლი გაიტანა და სულ მცირე 50 საგოლე გადაცემა შეასრულა.  

სხვა სტატიები