Belive

პეტრ ჩეხი ჰოკეისტის კარიერას აგრძელებს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ფეხბურთელის პროფესიონალური კარიერის დამთავრების შემდეგ, პეტრ ჩეხი ჰოკეის თამაშობდა და ინგლისის მეორე ლიგის გუნდის "ოქსფორდ სიტის ვარსკვლავების" მეკარე იყო. 2023 წლის ნოემბერში მისი პირველი პროფესიონალური დებიუტი ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი ლიგის გუნდში "ბელფასტ ჯაინტსში" ჰქონდა, ახლა კი, 41 წლის მეკარე მოკლევადიან კონტრაქტს, სწორედ ამ გუნდთან გააფორმებს.

მოხარული ვარ, რომ დავბრუნდები ბელფასტში, რათა შევუერთდე ჯაინტსს, უკვე მეორედ მეორედ ამ სეზონში. ნამდვილად ვამაყობდი, რომ ამ კლუბში ჩემი პროფესიონალური დებიუტი 2023 წლის ნოემბერში შედგა, მოუთმენლად ველი, რომ დავბრუნდები ყინულზე და ამჯერად უფრო მეტი მოგონება დამრჩება, ყოველთვის სასიამოვნოა ამ ორგანიზაციის ნაწილად ყოფნა - განაცხადა პეტრ ჩეხმა

ნოემბერში, პირველადი იჯარის პერიოდის დროს, ჩეხმა ტაილერ ბესკოროვანი ჩაანაცვლა, ბელფასტმა ის შეხვედრა გლაზგოს "კლანთან" 5-1 მოიგო.

პეტრი შესანიშნავი ბიჭი იყო გასახდელში, „გიგანტებში“ მისი ბოლო იჯარის პერიოდის განმავლობაში, მისი გამოცდილება და ცოდნა გუნდზე ფასდაუდებლად მოქმედებდა. ფანტასტიკური იყო პეტრის პროფესიონალური დებიუტი ამ სეზონის დასაწყისში, ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან ვაფასებთ Oxford City Stars-ის მხარდაჭერას - ბელფასტის მთავარი მწვრთნელი, ადამ კიფი

"არსენალისა" და "ჩელსის" ყოფილმა მეკარემ, 15-წლიანი კარიერის განმავლობაში, 440-ზე მეტი მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში - მოიგო პრემიერ ლიგის ოთხი ტიტული, ხუთი ასოციაციის თასი, სამი ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა - პროფესიონალურ ფეხბურთის (2019 წელს) დატოვებამდე პეტრმა 124-ჯერ მოირგო ჩეხეთის ნაკრების მაისური, ითამაშა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და 2008 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატებზე.