Belive

პატრიოტების ლეგენდამ ახალი გამოწვევა მიიღო

4 წლის წინ სხვა
3 წთ

"ნიუ ინგლენდ პატრიოტსში" ტომ ბრეიდის 20-წლიანი ეპოქა დასრულდა. ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) სუპერვარსკვლავი, "პატრიოტების" ღირსებას 2000 წლიდან იცავდა. 20-წლიანი კარიერის მანძილზე, ტომ ბრეიდი ექვსჯერ გახდა სუპერბოულის გამარჯვებული. 42 წლის სუპერვარსკვლავი სამჯერ დაეუფლა MVP-ის ტიტულს და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი "ნიუ ინგლენდ პატრიოტსის" დიდების დარბაზში. "ტიტანებთან" გამართული მატჩი უკანასკნელი აღმოჩნდა, რომელშიც ტომ ბრეიდიმ "პატრიოტების" ღირსება დაიცვა. 2020 წლის 20 მარტს, "ნიუ ინგლენდში" ბრეიდის 20 წლიანი ისტორია ოფიციალურად დასრულდა - სუპერვარსკვლავმა "ტამპა ბეისთან" გააფორმა კონტრაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, ტომ ბრეიდი "ტამპა ბეისგან" ყოველწლიურად 30 მილიონ დოლარს მიიღებს. გაფორმებულ კონტრაქტთან დაკავშირებით, ტომ ბრეიდიმ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა: "ახალ საფეხბურთო თავგადასავალს ვიწყებ. მადლობას ვუხდი "ტამპა ბეის" გამოცხადებული ნდობისათვის და იმისათვის, რომ საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. მოუთმენლად ველი ახალ თანაგუნდელებთან და მწვრთნელებთან შეხვედრას და იმის დამტკიცებას, რომ მათ შეუძლიათ ჩემი იმედი ჰქონდეთ."

 
View this post on Instagram
 

Excited, humble and hungry ...if there is one thing I have learned about football, it’s that nobody cares what you did last year or the year before that...you earn the trust and respect of those around through your commitment every single day. I’m starting a new football journey and thankful for the @buccaneers for giving me an opportunity to do what I love to do. I look forward to meeting all my new teammates and coaches and proving to them that they can believe and trust in me...I have always believed that well done is better than well said, so I’m not gonna say much more - I’m just gonna get to work! #Year1 p.s. Jack Brady with the photocred 😀

A post shared by Tom Brady (@tombrady) on

სხვა სტატიები