Belive

"პატივს ვცემ მაგრამ, ჩემზე ბევრ ცუდს ლაპარაკობს" - დვალიშვილი ნურმაგომედოვზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე კვირის წინ, უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. ქართველი მებრძოლი თვლის, რომ დაღესტნელი მასთან დაპირისპირებას არ იმსახურებს.

დაღესტნელია ბიჭია, რომელიც კარგი მებრძოლია. თუმცა, მას ყველა ჩხუბი უსახელო მებრძოლების წინააღმდეგ აქვს მოგებული. დებიუტში სრულიად უცნობს ეჩხუბა და ახლა ქამარზე ბრძოლა სურს. ვფიქრობ, ეს დიდი უპატივცემულობაა. დივიზიონში ბევრი ბიჭია, ვისაც გრძელი მოგებების სერია აქვს და მათ უნდა ებრძოლოს. შემდეგ შეუძლია Top 10-ის მებრძოლს დაუპირისპირდეს, შემდეგ Top 5 და ბოლოს ქამარი. პატივს ვცემ მაგრამ, ჩემზე ბევრ ცუდს ლაპარაკობს. - განაცხადა მერაბმა MMA Junkie-სთან საუბრისას

უმარ ნურმაგომედოვს UFC-ში 5 ბრძოლა აქვს ჩატარებული არცერთცელ დამარცხებულა. ბოლო შეხვედრაში მისი მოწინააღმდეგე ყაზახი ბეკჟატ ალმახანი იყო, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა. დაღესტნელი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები