Belive

პარიზის ოლიმპიურ სოფელში 16 000 მუყაოს საწოლი შეიტანეს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისიდან დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება. მთავარი სპორტული მოვლენა, დაახლოებით, 10 000 სპორტსმენს 82 შენობაში და 7200 ოთახში უმასპინძლებს. "პარიზი 2024" გამოიყენებს 16 000 მუყაოს საწოლს, სწორედ ისეთებს, როგორებიც პირველად 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოჩნდა.

ინოვაციურ საწოლებს კომპანია Airweave აწარმოებს. ისინი განთავსებული იქნება სენტ-დენისა და შატოროში სპორტსმენებისთვის, ასევე ჟურნალისტებისთვის სოფელ დუნიში. მუყაოს ძირითად მასალად გამოყენება მხოლოდ ეკოლოგიური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას არ ემსახურება. თამაშების შემდეგ საწოლები განკუთვნილია გადამუშავებისთვის. გარდა ამისა, თითოეული მონაწილე გამოიყენებს აპლიკაციას, რომლითაც მას შეუძლია დაარეგულიროს სამი განსხვავებული ნაწილისგან შემდგარი ლეიბის სიმტკიცე მისი წონისა და სიმაღლის მიხედვით.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ამ საწოლებს "ანტისექს" საწოლები შეერქვა. გარემოსდაცვითი ვალდებულებების მიღმა, „ანტისექსის“ საწოლები ასევე შექმნილია სპორტსმენებს შორის პოტენციური ინტიმური შეხვედრების შესამცირებლად. იმ დროს, მსოფლიო გლობალური კორონავირუსული პანდემიისგან გამოსვლას ცდილობდა. ტოკიო 2020-ის განმავლობაში კი გაცნობის აპის, Tinder-ის გამოყენება 350%-ით გაიზარდა. ტოკიოს თამაშებისთვის საწოლები განკუთვნილი იყო 200 კილოგრამამდე დატვირთვისთვის. ეს იყო დამატებითი სიფრთხილის ზომა პანდემიის დროს.



სხვა სტატიები