პარაკაიაკი | სერჰიი იემელიანოვი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
მსოფლიოს ჩემპიონატზე პარაკაიაკში, ისტორიაში პირველად, საქართველომ მედალი მოიპოვა - თანაც ოქრო, ჩემპიონი სერჰიი იემელიანოვი გახდა.
იტალია კანოეთი სპრინტსა და პარაკაიაკში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემელიანოვმა 200-მეტრიანი დისტანცია 40,31 წამში დაფარა და ჩემპიონობა იზეიმა. მსოფლიოს ჩემპიონატში 70-მდე ქვეყნის 700-მდე ნიჩბოსანი მონაწილეობს.
გარდა ამ წარმატებისა, კანოე სპრინტში, საქართველოს ნაკრების წევრმა, ბადრი ყაველაშვილმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.