Belive

პაოლო კონდო: "კვარაცხელიას გავლენა სერია A-ზე დამანგრეველია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ორი დღეა ხვიჩა კვარაცხელიას სახელი იტალიური და მსოფლიო მედიის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის. სერია A-ს საწყის ორ ტურში ნაჩვენებმა შედეგიანმა თამაშმა, მსოფლიო ფეხბურთის ექსპერტები აალაპარაკა. კომენტარი გააკეთა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომაც:
"ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ალბათ ყველაზე ნაკლებად ცნობილი იყო ამ სატრანსფერო ფანჯარაში, თუმცა მას სერია A-ზე უკვე დამანგრეველი გავლენა აქვს. პირველ ორ მატჩში ნაჩვენები თამაში და შედეგები უბრალოდ წარმოუდგენელია იმასთან შედარებით რაც მასზე აქამდე ვიცოდით, კვარა ლიდერობს იმ შეტევას რომელმაც 180 წუთში მეტოქეებს 9 გოლი გაუტანა, ხოლო კვირას გამართულ მატჩში გატანილი პირველი გოლი უბრალოდ დახატა საოცარი დარტყმით, " - განუცხადა კონდომ "La Repubblica"-ს
კვარაცხელიას გასულ ორ ტურში 3 გოლი და 1 ასისტი დაუგროვდა, რითიც იგი ბომბარდირთა დავას ლიდერობს, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 28 აგვისტოს, "არტემიო ფრანკიზე" "ფიორენტინას" წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
 

სხვა სტატიები