პადი პიმბლეტი რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
UFC-ს რეიტინგების განახლების შემდეგ, მსუბუქ დიზივიონში ცვლილებებია. 70 კილოგრამის ზედა ნაწილში მებრძოლები ადგილებს ინარჩუნებენ. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და თვალში საცემი პადი პიმბლეტის წინსვლაა. ინგლისელმა მებრძოლმა მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა და საჩემპიონო მარათონს უფრო მიუახლოვდა.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი ილია თოფურიას პოტენციურ მეტოქეთა შორის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. დიდი ხანია ამ ორ მებრძოლს ერთმანეთი არ მოსწონთ და დაპირისპირების დიდი ისტორიაც აქვთ.
პადის რეიტინგში დაწინაურება ბევრი გულშემატკივრისთვის რაღაცის მანიშნებელი გამოდგა. ფანების უმრავლესობა თვლის, რომ პიმბლეტის ამ წინსვლამ შესაძლოა სატიტულო ჩხუბის შანსი რეალურად გაუჩინოს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს პადი ოქტაგონზე მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ გამოვიდა. ინგლისელი საკმაოდ თავდაჯერებული იყო და ეს გამოსვლაშიც მშვენივრად აჩვენა. პადიმ მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა და UFC-ში დაუმარცხებელ სერიას განაგრძნობს.
რაც შეეხება ილიას, ის ბოლოს საჩემპიონო ბრძოლაში ვიხილეთ. "მატადორმა" ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.