Belive

პადი პიმბლეტი 10 საზღვაო ქვეითის წინააღმდეგ | VIDEO

1 წლის წინ სხვა
1 წთ

პიმბლეტმა საკუთარ Youtube გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც პადი 10 საზღვაო ქვეითს გაუმკლავდა. ინგლისელს ჯერ-ჯერობით ბრძოლა არ აქვს ჩანიშნული, მაგრამ ის აქტიურ ვარჯიშს მაინც არ წყვეტს.

მიუხედავად იმისა, რომ პიმბლეტი ძალიან ძლიერი და გამოცდილი მებრძოლია, მისთვისაც კი, ეს გამოწვევა ძალიან რთული იყო. წესები ასეთი იყო, ინგლისელი ზედიზედ 10 საზღვაო ქვეითს შეეჯიბრებოდა. ერთთან დასრულებული ბრძოლის შემდეგ, მაშინვე მომდევნო მოწინააღმდეგე შემოდიოდა. თითქოს ეს ლივერპულელისთვის რთული უნდა ყოფილიყო, იმის გათვალისწინებითაც, რომ მას წონა საგრძნობლად აქვს მომატებული, თუმცა ყველა მათგანი უპრობლემოდ მოახრჩო.

პადის UFC-ში სულ სამი ბრძოლა აქვს ჩატარებული, თუმცა, ინგლისელს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდეს.

სხვა სტატიები