Belive

ორჯონიკიძემ უნგრეთში გაიბრწყინა

6 წლის წინ სხვა
1 წთ
სააქართველოს ნაკრების ხელბურთელის, თეიმურაზ ორჯონიკიძის კლუბმა, "ოროშჰაზიმ," ბოლო დღეებში ორი მატჩი მოიგო - უნგრეთის ჩემპიონატსა და უნგრეთის თასზე, სადაც მერვედფინალში გავიდა. ორჯონიკიძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 26 გოლია 7 თამაშში. ქართველმა უკანახაზელმა სეზონი უიღბლოდ დაიწყო - პირველივე მატჩში ხელი მოიტეხა და 3 შეხვედრა და თითქმის ერთი თვე გაუცდა, მისი კლუბს, უმაღლესი ლიგის დებიუტანტ "ოროშჰაზის" კი ზედიზედ 7 წაგება დაუგროვდა. პირველი მოგება კლუბმა ბოლო ადგილზე მყოფ ვაჩისთან მოიპოვა (29:25), შემდეგ კი ჩემპიონატში ლიდერთა ჯგუფის წევრ ტატაბანიასთნ დამარცხდა, ანგარიშით 17:23. ორონიკიძემ ორივე მატჩში 3-3 გოლი გაიტანა, შემდეგ კი სათასო შეხვედრაში გაიბრწყინა. სტუმრად, დაბაშთან "ოროშჰაზიმ" ბოლო წუთებზე 31-30 მოიგო და მერვედფინალში გავიდა, ორჯონიკიძემ კი 5 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების 23 წლის მარცხენა ინსაიდი მეოთხე სეზონს ატარებს უცხოეთში - მაკედონიაში პრილეპსა და პელისტერში ითამაშა, უნგრეთში გატარებილ ორ სეზონში კი, ფერენცვაროშისა და ოროშჰაზის შემადგენლობაში, უკვე 88 გოლი დაუგროვდა. უნგრეთის ეროვნულ ლიგას უდანაკარგოდ, 10-10 მოგებით ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე - ვესპრემი და სეგედი.