Belive

ოქრო ევროპის U23 ჩემპიონატზე - ზაურ დვალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მონაწილეობას 23-წლამდე ძიუდოისტები იღებენ, ქართველმა ზაურ დვალაშვილმა (81 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში ბელგიელი იარნე დიუკი იპონით დაამარცხა.
დვალაშვილს ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მაგერამ იმამვერდიევის დამარცხება (იპონით) არ გასჭირვებია, მანამდე კი უკრაინელი ვლადისლავ კოლობოვის ბარიერი გადალახა.

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე აბსოლუტურ წონაში ქართული ფინალია ჩანიშნული, ამიტომ საქართველოს კიდევ 2 მედალი აქვს განაღდებული, ერთმანეთს საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი შეხვდებიან.

სხვა სტატიები