Belive

ოფიციალურად: კრისტიან ერიქსენი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ინფორმაცია, რომელსაც ევროპული მედია ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა, ოფიციალურად დადასტურდა - კრისტიან ერიქსენი ფეხბურთში დაბრუნდა. 29 წლის დანიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი8 პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებულ "ბრენტფორდთან" გააფორმა. მილანის "ინტერის" და ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალ კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოაწერა ხელი. კრისტიან ერიქსენს, რომელსაც 2021 წლის ივნისში, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, ფინეთის წინააღმდეგ, გულის შეტევა მიიღო, რის მერეც მას პროფესიონალურ ფეხბურთში მონაწილეობა აღარ მიუღია, იტალიაში მიღებული გადაწყვეტილების გამო კი, რომლის ძალითაც მას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სპორტული აქტივობით დაკავების უფლება არ აქვს, "ინტერმა" ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა.

სხვა სტატიები