Belive

ოლივეირამ გამროტი 'დაახრჩო' - ბრაზილიელის ტრიუმფი რიოში

1 თვის წინ სხვა
2 წთ

UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, ჩარლზ ოლივეირა, მშობლიურ რიო დე ჟანეიროში ჩხუბით დაბრუნდა. ბრაზილიელი, სულ რაღაც 3 თვის წინ, მსუბუქ წონაში ახალასულ ილია თოფურიასთან ბრუტალური ნოკაუტით დამარცხდა, თუმცა, როგორც ჩანს, ოლივეირამ 'ფეხზე დადგომა' სრულფასოვნად მოასწრო.

ოლივეირას მეტოქე მატეუშ გამროტი იყო, რომლის რეკორდიც 25/4-ზეა და პოლონელ მებრძოლს არასდროს წაუგია ჩხუბი ფინიშით (დროზე ადრე).

გამროტი მტრულად განწყობილ ტერიტორიაზე აღმოჩნდა - ოქტაგონამდე მისვლამდე მთელი დარბაზი სკანდირებდა: 'დღეს შენ მოკვდები'. მეორე მხრივ, ოლივეირას, რომელიც უკვე აღარაა ჩემპიონი, ნამდვილი ჩემპიონივით დახვდნენ.

ბრძოლა დგომში დაიწყო და რამდენიმე წამში გამროტი მიხვდა, რომ ამით ვერაფერს მიაღწევდა. ფურცელზე გამროტი უკეთესი მოჭიდავეა, ვიდრე ჩარლზი, თუმცა მიწაზე გადასვლის შემდეგაც საფრთხეს მხოლოდ ბრაზილიელი ქმნიდა. ოლივეირამ საქმე მეორე რაუნდში მოამთავრა, როცა მიწაზე გადაყვანილ გამროტს 'მახრჩობელა ილეთი' მოუფიქრა და საბმიშენით გაიმარჯვა.

ოლივეირას სამშობლოში დაბრუნება დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი. UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონს ბრაზილიელი მაყურებლის წინაშე 2019 წლიდან არ უბრძოლია. 'დო ბრონქსმა' გააუმჯობესა თავისივე რეკორდი და ახლა 21 ფინიში აქვს, ასევე რეკორდია 17 საბმიშენიც - ოლივეირამ, რომელმაც კარიერაში სულ 36 ბრძოლა მოიგო, BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში მაქს ჰოლოუეი გამოიწვია.

სხვა სტატიები