Belive

ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ გოგოლაძე 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

9 საათის წინ სხვა
1 წთ

60 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი ტანმოვარჯიშე, ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ გოგოლაძე გარდაიცვალა, ინფორმაციას სპორტსმენის შვილი გვანცა გოგოლაძე ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლეგენდარული სპორტსმენი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ვლადიმერ გოგოლაძეს 1988 წელს ოლიმპიური მედალი აქვს მოგებული, 1985 წელს ევროპის ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო ამავე წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე 1988 წელს საბჭოთა კავშირში მოიგო 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი, 1989 წელს კი თავის მონაგარს 1 ვერცხლის მედალიც შემატა.