ოლიმპიური ჩემპიონი პროსტიტუციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს
ორგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, კაილ სნაიდერი პროსტიტუციაში მონაწიილეობის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციის ცნობით, სპეციალურმა რაზმმა ექსპერიმენტი ჩაატარა და 'ესკორტების' ვებ-გვერდებზე განცხადებები გამოაქვეყნა, შემდეგ კი ათზე მეტი მამაკაცისგან, მათ შორის სნაიდერისგან, ტექსტური შეტყობინებები მიიღეს.
პოლიციამ ეჭვიმიტანილთან შეხვედრა ახლომდებარე სასტუმროში დანიშნა. საინფორმაციო არხის ცნობით, სნაიდერი 20 წუთის შემდეგ მივიდა და საიდუმლო ოფიცერს ნაღდი ფული გადაუხადა. ის პროსტიტუციაში ჩართულობისთვის დააკავეს და შემდგომში პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლო 19 მაისს გაიმართება.
სნაიდერი, აშშ-ის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია ჭიდაობაში, 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ოქროსმედალოსანი გახდა თავისუფალ სტილში. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე სნეიდერმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.