Belive

ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი | ზოიძისა და გობაძის მეტოქეები ცნობილია

2 წლის წინ სხვა
1 წთ
3 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ 2 წევრი ჩაერთვება. 67კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას რამაზ ზოიძე დაიცავს. ზოიძეს პირველივე ეტაპზე ურთულესი ბარიერის დაძლევა მოუწევს. 25 წლის ქართველი 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს (2015/2019) ისმაელ ბორეროს დაუპირისპირდება. 87კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე რუსტამ ასაკალოვს დაუპირისპირდება. ზოიძის მსგავსად გობაძეც 1/8-ფინალური ეტაპიდან ერთვება ოლიმპიურ თამაშებში. უზბეკი ასაკალოვი მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა (2015) და ბრინჯაოს (2019) პრიზიორია.  

სხვა სტატიები