Belive

ოლეკსანდრ უსიკი: "მზად ვარ რემატჩისთვის"

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ტაისონ ფიურის დამარცხების შემდეგ, ოლეკსანდრ უსიკი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუტინული MRI სკანირება ჩაუტარდა. იყო ეჭვი, რომ უსიკს ყბის ძვალის მოტეხილობა ჰქონდა, თუმცა უკრაინელი საავადმყოფოდან საპრესკონფერენციო დარბაზში მალევე დაბრუნდა და ყოველგვარი ტკივილის გარეშე ისაუბრა, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ თვალთან მცირე ჭრილობის დასაფარად 4 ნაკერი დასჭირდა. უსიკის ჟურნალისტებთან საუბარი საკმაოდ ემოციური იყო, რადგან მოკრივე ყველანაირად ცდილობდა უფრო დიდი ყურადღება სხვა ფაქტორებზე გადაეტანა, თავად კრივი კი მეორე პლანზე გადასწია.

დიდი მადლობა ჩემს გუნდს. ეს არის დიდი შესაძლებლობა ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვის, ჩემი ქვეყნისთვის. ეს შესანიშნავი დღეა. 2008 წლიდან ამას ვგეგმავდი. ღმერთის წყალობით ეს გამარჯვება ეკუთვნის გულშემატკივრებს, სამშობლოს, უკრაინელ ჯარისკაცებს, უკრაინელ დედებს და მამებს, შვილებს. - განაცხადა ოლეკსანდრ უსიკმა

მებრძოლმა ცრემლები ვერ შეიკავა მაშინ, როდესაც მამა გაიხსენა. ის 2012 წელს, ოლეკსანდრის მიერ ლონდონში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. "მენატრება მამა, მაგრამ ის იქ ცხოვრობს, მე კი - აქ, ვთხოვ არ მოვიდეს ჩემთან. ვიცი, რომ აქ არის, შესაძლოა ამ დარბაზშიც კი ზის".

ბოლოს უსიკს ფიურის განცხადებაზე ჰკითხეს, სადაც "ბოშათა მეფე" აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი ბრძოლა უნდა შედგეს, რაზეც უკრაინელის პასუხი საკმაოდ თავდაჯერებული იყო: "რა თქმა უნდა, მზად ვარ რემატჩისთვის".

უსიკმა ფიურის მსაჯების გაყოფილი შეფასებით მოუგო, თუმცა მე-9 რაუნდში ფიური ნოკდაუნში გაუშვა და მოწინააღმდეგის გათიშვამდე წამები დააკლდა.

სხვა სტატიები