Belive

OKTAGON 43: ამირან გოგოლაძის მეტოქე შეიცვალა - "სნაიპერი" ინგლისელ მებრძოლს დაუპირისპირდება

11 თვის წინ სხვა
2 წთ

20 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა “OKTAGON MMA“-ს მიერ ორგანიზებულ ივენთს უმასპინძლებს, რომელშიც ამირან გოგოლაძე მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი მებრძოლი თავდაპირველად მოლდოველ იონ სურდუს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, ეს უკანასკნელი ბრძოლას ტრავმის გამო ვერ შეძლებს.

იონ სურდუს დანაკლისის გამო, ღონისძიების ორგანიზატორებმა დაგეგმილ ბრძოლაში ცვლილებები შეიტანეს და ამირან გოგოლაძეს ახალი მეტოქე შეურჩიეს. ქართველი "სნაიპერი" ინგლისელ ლაიამ ეტებარს (8:2) დაუპირისპირდება.

ლაიამ ეტებარს ოქტაგონზე გამართული ათი ბრძოლიდან 8 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. ინგლისელმა 8-დან 5 ბრძოლა ნოკაუტითა და ტექნიკური ნოკაუტით მოიგო - 2 შემთხვევაში "საბმიშენით", ხოლო ერთხელ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. რაც შეეხება მარცხს - ეტებარი ნოკაუტითა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ამირან გოგოლაძე მეტოქესთან შედარებით, გაცილებით უფრო გამოცდილია და თითქმის ორჯერ მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული. "სნაიპერის" ანგარიშზე 17 ბრძოლაში მოპოვებული 14 გამარჯვებაა.

MIDDLEWEIGHT TITLE FIGHT

პატრიკ კინჩლი Vs. კარლოს ვემოლა

GAMECHANGER

დევიდ კოზმა Vs. ალექს ლოჰორე

ლუის გლისმანი Vs. მელვინ ვან სუიდამი

ლაიამ ეტებარი Vs. ამირან გოგოლაძე

MAIN CARD

რობერტ პუკაჩი Vs. მიროსლავ ბროზი

მატეუშ ლეგიერსკი Vs. მატეი კუზნიკი

რობერტ ბრიჩეკი Vs. ლი ჩედვიკი

ჯოვანი მელილო Vs. მარეკ მაზუჩი

მატეი დანეკი Vs. ენდრიტ ბრაშორი

ევროპული პუბლიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შოუს 4 წელი ელოდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ პრაღაში გასამართი ივენთი, OKTAGON MMA-ს ისტორიაში საუკეთესო იქნება – განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად კი აუდიოვიზუალური შოუს ელემენტები მრავლად იქნება გამოყენებული.

გულშემატკივარი აგრეთვე იხილავს საშუალო წონითი კატეგორიის სატიტულო ბრძოლას, რომელშიც პატრიკ კინჩლი (26-10) კარლოს ვემოლას (34-6) დამარცხებას შეეცდება.

სხვა სტატიები