Belive

OKTAGON 43: ამირან გოგოლაძე Vs. იონ სურდუ | პრევიუ

11 თვის წინ სხვა
2 წთ

20 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა "OKTAGON MMA"-ს მიერ ორგანიზებულ ივენთს უმასპინძლებს, რომელშიც ამირან გოგოლაძე მიიღებს მონაწილეობას. ქართველი მებრძოლი მოლდოველ იონ სურდუს დაუპირისპირდება.

პრინციპულ ბრძოლაში ამირან გოგოლაძე ფავორიტის სტატუსით სარგებლობს, ხოლო მისი მეტოქე "ანდერდოგია".

ქართველი "სნაიპერი" ჩეხურ-სლოვაკური ორგანიზაციის მიერ გასამართ ღონისძიებაზე, ერთ-ერთ გამორჩეულ ბრძოლას ჩაატარებს - აღნიშნული ღონისძიება გრან-პრის პრინციპით ჩატარდება და ერთი მილიონი ევროს მოსაგებად 16 სპორტსმენი იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ გოგოლაძისა და "OKTAGON MMA"-ს ურთიერთობა ახლა არ დაწყებულა. ქართველი მებრძოლი ივენთზე" წარსულშიც უნდა გამოსულიყო, თუმცა, ბრძოლას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩაეხსნა.

მოლდოველი მებრძოლის მეტსახელი "დრაკულაა". სურდუ გოგოლაძესთან ბრძოლას უარყოფითი შედეგით ხვდება. ბოლო სამ დაპირისპირებაში იონს მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს და როგორც უკვე მოგახსენეთ, ამირანთანაც "ანდერდოგის" სტატუსს ატარებს. "დრაკულას" კარიერაში 17 დაპირისპირება აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 მოგება და 5 მარცხი აქვს.

რაც შეეხება ქართველ მებრძოლს - ამირან გოგოლაძის ანგარიშზე 17 ბრძოლაში მოპოვებული 14 გამარჯვებაა.

MIDDLEWEIGHT TITLE FIGHT

პატრიკ კინჩლი Vs. კარლოს ვემოლა

GAMECHANGER

დევიდ კოზმა Vs. ალექს ლოჰორე

ლუის გლისმანი Vs. მელვინ ვან სუიდამი

იონ სურდუ Vs. ამირან გოგოლაძე

MAIN CARD

რობერტ პუკაჩი Vs. მიროსლავ ბროზი

მატეუშ ლეგიერსკი Vs. მატეი კუზნიკი

რობერტ ბრიჩეკი Vs. ლი ჩედვიკი

ჯოვანი მელილო Vs. მარეკ მაზუჩი

მატეი დანეკი Vs. ენდრიტ ბრაშორი

ევროპული პუბლიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შოუს 4 წელი ელოდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ პრაღაში გასამართი ივენთი, OKTAGON MMA-ს ისტორიაში საუკეთესო იქნება - განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად კი აუდიოვიზუალური შოუს ელემენტები მრავლად იქნება გამოყენებული.

გულშემატკივარი აგრეთვე იხილავს საშუალო წონითი კატეგორიის სატიტულო ბრძოლას, რომელშიც პატრიკ კინჩლი (26-10) კარლოს ვემოლას (34-6) დამარცხებას შეეცდება.

სხვა სტატიები