Belive

ოფიციალურად: ალექსანდრე თოფურია UFC-ის მებრძოლია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში UFC-ში კიდევ ერთი წარმომადგენელი გვეყოლება. ილია თოფურიას ძმა - ალექსანდრე თოფურია, ოფიციალურად UFC-ის მებრძოლია. ქართველი სპორტსმენი სუპერმსუბუქ წონაში იასპარეზებს.

ალექსანდრე თოფურია UFC-ში მეექვსე ქართველი იქნება. მის გარდა, დანა უაითის ორგანიზაციაში ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე და რომან დოლიძე გამოდიან.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს ალექსანდრეს ძმამ ილიამ ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა. "მატადორი" ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა და პირველი ქართველია, რომელმაც წელზე UFC-ის ქამარი მოირგო.

სხვა სტატიები