იაპონურ მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად აღმოსავლეთის პირველი ოძეკი გოეიდო კიუშუ ბაშოდან მოეხსნა.
ოძეკი 7 დღის განმავლობაში ტრავმით ასპარეზობდა და ბაშოდან მოხსნა მხოლოდ მაშინ გადაწვიტა, როდესაც დადებითი ბალანსი გაინაღდა.
იაპონელ სუმოისტს 11 დღის ბოლოს 8 მოგება და 3 მარცხი ჰქონდა აქტივში, შესაბამისად მომდევნო ბაშოზე მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
კიუშუ ბაშოს მე-12 დღეს გოეიდო მიტაკეუმის ხვდებოდა, რომელსაც ავტომატური მოგება დაუფიქსირდება.