Belive

ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილი გამოიწვია

2 წლის წინ სხვა
1 წთ

26 სექტემბერს, UFC 266-ის ივენთზე მერაბ დვალიშვილმა ბრაზილიელი მარლონ მორაეში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ, Instagram-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილის - უმარ ნურმაგომედოვის პოსტი გავრცელდა. დაღესტნელი მებრძოლი იმედს გამოთქვამს, რომ ოდესმე დვალიშვილს ოქტაგონზე დაუპირისპირდება.

“თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ. ოდესმე”, – აღნიშნა უმარ ნურმაგომედოვმა. 
UFC-ში უმარ ნურმაგომედოვის დებიუტი 2021 წლის 20 იანვარს შედგა. დაღესტნელმა სერგეი მოროზოვი დაამარცხა და ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთი ბრძოლაა, რომელიც ნურმაგომედოვმა UFC-ში გამართა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by UFC Russia (@ufcrussia)

სხვა სტატიები