Belive

ნინო წიკლაურმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

5 დღის წინ სხვა
1 წთ

ქართველმა სამთო-მოთხილამურემ, ნინო წიკლაურმა, ზამთრის ოლიმპიადაზე სლალომში იასპარეზა. ის ტრასაზე 79-ე ნომრად გამოვიდა (84 მონაწილეს შორის) - 39.86 წამი დააფიქსირა და ფინიშის ხაზი გადაკვეთა, თუმცა დაშვებისას ერთი ბარიერი გამოტოვა, რის გამოც მსაჯებისგან დისკვალიფიკაცია მიიღო. ნინო წიკლაურს მეორე ცდის უფლება აღარ ექნება.

მეორე ცდაზე ასპარეზობას 64 სპორტსმენი გააგრძელებს, ამ მომენტისთვის, პირველ ადგილზე ამერიკელი მოთხილამურე მიკაელა შიფრინი იმყოფება.

ქართველი სპორტსმენი რამდენიმე დღის წინ გიგანტურ სლალომშიც გამოვიდა. მან ორი დაშვების ჯამში 49-ე ადგილი დაიკავა (პირველი დაშვებისას 55-ე იყო 1:12.39 წუთი, მეორე დაშვებისას 49-ე შედეგი დააფიქსირა 1:19.40).

სხვა სტატიები