Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალშია!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ახალი კვირიდან გერმანიაში სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, სადაც მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილია. ნიკას ჰამბურგის ასპარეზზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს – მან უნდა დაიცვას გასულ წელს მოპოვებული 500 ქულა. პირველი სამი რაუნდის საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულად დაძლევის შემდეგ, 1/2-ფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე, მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერი - ალექსანდრ ზვერევი გახლდათ, რომელსაც ბასილაშვილი ასევე საკმაოდ კარგად გაუმკლავდა და 3 სეტიან ძალიან რთულ დაპირისპირებაში გაიმარჯვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:4, 4:6; 7:6 – ბასილაშვილის სასარგებლოდ.  Live.ge ულოცავს ნიკას ფინალში გასვლას და წარმატებებს უსურვებს მას.  

სხვა სტატიები