Belive

ნიკა შუშიაშვილის ნოვი ბეოგრადმა სერბეთის ჩემპიონატი მოიგო

1 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრი, ნიკა შუშიაშვილი ,,ნოვი ბეოგრადთან'' ერთად სერბეთის ჩემპიონი გახდა. ფინალურ სერიაში, რომელიც ორ მოგებამდეა, ბელგრადელებმა ,,რადნიჩკი'' 2:0 დაამარცხეს და ტიტული პირველად მოიპოვეს. გუშინდელი მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 14:14 დასრულდა, საბოლოოდ კი ,,ნოვი ბეოგრადმა'' 17:15 იმარჯვა. ,,ნოვი ბეოგრადი'' 2015 წელს დაარსდა და წელს უკვე მეორე ტურნირის გამარჯვებული გახდა - გასულ თვეს ნიკა შუშიაშვილის გუნდმა ადრიატიკის ლიგაც მოიგო, ქართველმა წყალბურთელმა ,,იადრანთან'' ფინალურ შეხვედრაში 2 გოლის გატანაც მოახერხა.