Belive

ნგანუ და უაილდერი 2024 წელს PFL-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში დაუპირისპირდებიან

5 თვის წინ სხვა
1 წთ

სხვადასხვა სპორტული გამოცემები წერენ, რომ 2024 წელს ფრენსის ნგანუ და დეონტაი უაილდერი ერთმანეთს შეებრძოლებიან. აღნიშნულ ინფორმაციას PFL-ის თავმჯდომარე დონ დევისიც ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნგაგუს გვარი ახლა კრივის მძიმე წონის რეიტინგში წერია, "მტაცებელი" 2024 წელს PFL-ში მაინც იბრძოლებს. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, დეონტაი უაილდერს კამერუნელთან შერეული წესებით ბრძოლა სურს.

View this post on Instagram

A post shared by MMA Pros Pick (@mma.pros.pick)

სავარაუდოდ, ფრენსის ნგანუს უაილდერთან ბრძოლამდე რინგზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ. ჯერჯერობით. მისი მეტოქე უცნობია, თუმცა, კამერუნელი სავარაუდო მოწინააღმდეგეებს შორის ოლეკსანდრ უსიკი და ენტონი ჯოშუა დასახელდნენ.

რაც შეეხება დეონტაის, მას მომავალი ბრძოლა ჯოზეფ პარკერის წინააღმდეგ ელის. ეს ორთაბრძოლა ამა წლის 23 დეკემბერს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები