ნგანუ არასრულწლოვან გოგონას მოტოციკლით დაეჯახა
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს მძიმე წონის ყოფილ ჩემპიონს ფრენსის ნგანუს ციხე ემუქრება. კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში მოტოციკლით გადაადგილებისას ფრენსისი გოგონას დაეჯახა. The Cameroon Concord-ის ინფორმაციით, მებრძოლმა არასრულწლოვანი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა და ყველა ხარჯი თავად აანაზღაურა. მიუხედავად ამისა, ნცამა ბრიგიტე მანუელა გარდაიცვალა.
Francis Ngannou reportedly hit a young lady with his bike who was returning from an outing and she unfortunately passed away despite surgical intervention. pic.twitter.com/pDv9A91Hzo
— MrTestoestrogen (@MrTestoestrogen) April 28, 2025
ამ ეტაპზე ნგანუს მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. ჯერჯერობით ცნობილი არაა დაიწყება თუ არა გამოძიება. არც ისაა ცნობილი რა სახის სასჯელი დაეკისრება ფრენსის ნგანუს.