Belive

ნაცუ ბაშო - ტოჩის ხვალ უძლიერესი მეტოქე ეყოლება

4 წლის წინ სხვა
1 წთ
გაირკვა ნაცუ ბაშოს რიგით მე-14 დღის განრიგი. ტოჩინოშინის მეტოქე იოკოძუნა კაკურიუ იქნება. შეგახსენებთ რომ საჩემპიონო რბოლაში ტოჩისთან და კაკურიუსთან ერთად მერვე მაეგაშირა ასანოიამაცაა ჩართული, რომელსაც ტოჩი დღეს ხვდება. ხოლო ასანოიამას ხვალინდელი მეტოქე ოძეკი გოეიდო გახლავთ. იმისათვის რათა საჩემპიონო შანსები გავიუმჯობესოთ სამივე დარჩენილი შეხვედრის მოგებაა საჭირო, ტურნირის ბოლო დღეს სავარაუდოდ ოძეკებიდან ერთ-ერთს გოეიდოს ან ტაკაიასუს შევხვდებით, რაც შეეხება კაკურიუსთან გამართული შეხვედრების ბალანსს, აქამდე გამართულ 26 შეხვედრაში 23-ჯერ იმარჯვა კაკურიუმ, ხოლო 3-ჯერ გამარჯვება ლევანს დარჩა, თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ ბოლო 4 შეხვედრაში ბალანსი თანაბარია. ნაცუ ბაშოს პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა ქართული კომენტარით Live.ge-ს ფეისბუქ გვერდზე დილის 11:00 საათიდან შეგიძლიათ.

სხვა სტატიები